spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ნადირაძე – ყველა მსგავსი მცდელობა ერთი ათად გვაძლევს მოტივაციას

ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დააშინონ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მაგრამ ყველა მსგავსი მცდელობა ერთი ათად გვაძლევს მოტივაციას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 48 საათში იქნება სასამართლო, სადაც ან იქნება ფინანსური ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა.

“იმის ნაცვლად, რომ “ოცნება” ებრძოდეს გაჭირვებას, უმუშევრობას, სიღარიბეს, ის დაკავებულია ოპონენტებთან ბრძოლით. გუშინ დააკავეს ირაკლი ეძგვერაძე. ვნახეთ ივანიშვილის არაერთი გამოსვლა, მათ შორის, გუშინ კობახიძის გამოსვლა, რომ იქნებოდა ოპონენტების მიმართ დევნა და შესაბამისად რამდენიმე საათში აღსრულდა კიდეც მათი ეს დავალება. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დააშინონ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მაგრამ ყველა მსგავსი მცდელობა ერთი ათად გვაძლევს მოტივაციას, რომ ვებრძოლოთ ამ ავტოკრატიულ რეჟიმს, რომლის მიზანიც არის, რომ მსგავსი დაშინებებით, მუქარებით, ძალადობით შეინარჩუნონ მიტაცებული ხელისუფლება.

მე დამირეკეს და მითხრეს, რომ ეძგვერაძესთან იყო მობილიზებული ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც არ იყვნენ პოლიციის ფორმაში, იყვნენ სამოქალაქო ფორმებში. მითხრეს, რომ ადგილზე დაპირისპირება ხდებოდა და მე როდესაც მივედი, მანქანაში სვამდნენ, აკავებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვითხოვე, თუ რატომ ხდებოდა მისი დაკავება, ამასთან პასუხები არ მიმიღია. 48 საათში იქნება სასამართლო, სადაც ან იქნება ფინანსური ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე გლდანში  გუშინ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებები ნარკოდანაშაულთან მიმართებით მიმდინარეობდა, რასაც ეძგვერაძემ ხელი შეუშალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები