ბიძინა ივანიშვილს და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს შეიძლება, სანატრელი გაუხდეთ სანქციები. შეიძლება, ამ ადამიანების წითელი ცირკულარით ძებნა დაიწყოს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
“ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს შეიძლება, სანატრელი გაუხდეთ სანქციები, იმიტომ, რომ ეს არის იმ დონის სკანდალი და იმხელა მასშტაბის დანაშაული, რომ წესით, უნდა დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება და შეიძლება, ამ ადამიანების წითელი ცირკულარით ძებნა დაიწყოს.
რაც შეეხება იმას, უნდა დაეწყო თუ არა მთავარ პროკურატურას გამოძიება, რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადების შემდეგ, ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში დაიწყებოდა გამოძიება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს აქვს აწყობილი კორუფციული პირამიდა, რომელსაც თავიდან ბოლომდე მართავს თვითონ და ამიტომ, ეს გამოძიება საქართველოში არ დაიწყება”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ჰელსინკის კომისიის ინფორმაციით, “ქართული ოცნება” თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.