იმის ნაცვლად, რომ ხალხის ჯიბეებს დასტყობოდა ის, რასაც ჰპირდებოდა მოქალაქეებს, დაეტყო “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების ჯიბეებს, თავიანთ მილიარდებს და მილიონებს დამატებით მილიონები და მილიარდები შემატეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეებში შურისა და დაპირისპირების დათესვა სურს.
“მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საოცნებო დაპირებით მოვიდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბიძინა ივანიშვილს არაფერი არ გაუკეთებია. იმის ნაცვლად, რომ ხალხის ჯიბეებს დასტყობოდა ის, რასაც ჰპირდებოდა მოქალაქეებს, დაეტყო “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების ჯიბეებს, თავიანთ მილიარდებს და მილიონებს დამატებით მილიონები და მილიარდები შემატეს, მაგრამ ხალხი კიდევ უფრო ღარიბდება და საქართველო იცლება ქართველებისგან.
ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ შიში დათესოს, მაგრამ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ერთი ათად მისდის ყველას მოტივაცია, რომ ყველა ერთად გავერთიანდეთ და ერთიანობით დავამარცხოთ ბანდიტების ხელისუფლება.
ბიძინა ივანიშვილს თუ სურს დაპირისპირება, შურის გაღვივება, ჩვენ, პროდასავლურ ოპოზიციას გვსურს გაერთიანება, კონსოლიდაცია”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.