spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ნადირაძე – უკრაინელები იცავენ არა მარტო თავიანთ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ მათ შორის, ცივილიზებული სამყაროს

დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს პრორუსული ხელისუფლება, ჩვენი მხარდაჭერა იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი და აქტიური უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელები იცავენ არა მარტო თავიანთ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ, მათ შორის, ცივილიზებული სამყაროს.

“დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს პრორუსული ხელისუფლება, ჩვენი მხარდაჭერა იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი და აქტიური უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინელები იცავენ არა მარტო თავიანთ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ, მათ შორის, ცივილიზებული სამყაროს, ევროკავშირის ქვეყნების, რუსეთის ფედერაციის გარშემო მყოფი ქვეყნების, საქართველოს თავისუფლებასა და სუვერენიტეტს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო დიდი უნდა ყოფილიყო საქართველოს როლი უკრაინის დახმარების საქმეში, იქნებოდა ეს ჰუმანიტარული, დიპლომატიური თუ სხვა სახის მხარდაჭერა, რომელიც გააძლიერებდა უკრაინას. ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს, ეს არის სრული კატასტროფა”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ მოუწოდებს კიევს, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღოს და მხარი დაუჭიროს აშშ-ის პროექტს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი, საქართველო ჰყავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები