spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ოქრუაშვილი – რუსეთი ამ ომში დამარცხდება, თუმცა სამწუხაროდ, დიდხანს გაგრძელდება

უკრაინელები ქართველი მებრძოლების მხარდაჭერას ძალიან აფასებენ, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი წყალში არ უნდა ჩავყაროთ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით, – ამის შესახებ უკრაინიდან დაბრუნებულმა საქართველოს  თავდაცვის ექსმინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, უკრაინაში საბრძოლველად  ჩასულ მოხალისეებს შორის რაოდენობრივად ყველას ქართველები ჭარბობენ. 

 

“ყველა უცხოურ მედიაში ჩართვისას ვამბობდი ერთ რამეს, რომ 2008 წელს ჩვენი ხმა არ შეისმინა ევროპამ და ამ შედეგებს იმკის ახლა ცივილიზებული სამყარო, ამაში მაინც უნდა მივეხმაროთ ახლა უკრაინას, ჩვენ რომ არანაირი იარაღი არ გვაქვს და მაგით ვერ დავეხმარებით,  გასაგებია.  არანაკლები დახმარება არის, ყველა იმ გმირი ბიჭის ძალისხმევა და თავდადება, რომელიც ახლა იქ წინა ხაზზე, სანგარში თუ შენობაში, უკრაინისთვის იბრძვის.

 

ქართველების მხარდაჭერა იყო ძალიან სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი.  იყვნენ ამერიკელები, ჰოლანდიელები, ფრანგები, კოლუმბიიდან ჩამოსულებიც კი ვნახე, მაგრამ  რამდენი ქართველიც იყო, ამდენი არცერთი სხვა ერის წარმომადგენელი არ ყოფილა. უკრაინელები ამას აფასებენ, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი წყალში არ უნდა ჩავყაროთ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

მისი თქმით, უკრაინაში თავის თანამებრძოლებთან ერთად  წასვლას კვლავ გეგმავს.

 

“კონტაქტური ბრძოლის ასაკი და ფიზიკური მონაცემები, ალბათ,  აღარ მაქვს. ამის შემდეგ თუ წავალთ, და აუცილებლად წავალთ, მინდა სახეობა შევცვალოთ და  ისეთ ფლანგზე ვიბრძოლოთ, სადაც მეტ ცოდნას მივიღებ, რომელსაც აქ ჩამოვიტანთ“,- განაცხადა ოქრუაშვილმა. 

 

თავდაცვის ექსმინისტრის თქმით,  ომი უკრაინაში ხანგრძლივი იქნება. 

 

“უკრაინას აქვს ადამიანური რესურსი,  იარაღს იღებს დიდი რაოდენობით, ამ ომის ბედი გადაწყვეტილია, რუსეთი ამ ომში დამარცხდება, ეს იქნება ავღანეთზე საშინელი ომის რუსეთისათვის, თუმცა სამწუხაროდ,  ეს ომი დიდხანს გაგრძელდება“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები