spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი პაპიაშვილი – გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ბიზნესპარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი წერს.

“გიორგი ჩიკვაიძე 9 დღეა, რაც შიმშილობს!

ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში!

გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე!

ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა!

დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დავალებით, გიორგი მოინახულა ეკა ბესელიამ, რომელიც, აღწერს გიორგის მდგომარეობას.

გიორგის პოზიცია და შემართება უცვლელია, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!!!!!!”, – წერს პაპიაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები