spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ამ არჩევნებზე გამოჩნდება, რომ ნებისმიერ სოფლებში წააგებენ საკმაოდ დიდი რაოდენობით

ადამიანებს ყველაზე უკეთ ესმით და დაანგრიეს ის სტერეოტიპი, რომ, თითქოს ეთიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებს “ქართული ოცნება” იგებს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნების” კამპანია მათი წაგების ფორმულაა, რადგან საქართველო არის ცოცხალი და თავისუფალი საზოგადოების მაგალითი.

“განსხვავებით ივანიშვილისგან, ჩვენ არ გვაქვს დადგმული შეხვედრები, მაგალითად, პირადად მე ბოლო 2 თვეა თბილისში იშვიათად ვიმყოფები, ძირითადად გასული ვარ ადამიანებს ვხვდები. ადამიანებს ყველაზე კარგად ესმით და დაანგრიეს ის მნიშვნელოვანი სტერეოტიპი, რომელიც არსებობდა, რომ, თითქოს ეთიკურ უმცირესობებით დასახლებულ ადგილებს იგებს ყოველთვის ხელისუფლება. ამ არჩევნებზე გამოჩნდება, რომ ნებისმიერ სოფლებში წააგებენ საკმაოდ დიდი რაოდენობით, რადგან ხალხი ადარებს იმ ყოფას, რაც იყო მანამდე და ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ აურით და ენერგეტიკით იგრძნობა ის დინამიკა, რაც არის. კამპანიის პირობებში, “ოცნების” კამპანია მათი წაგების ფორმულაა, რადგან არ შეიძლება საქართველოში, რომელიც არის ასეთი ცოცხალი და თავისუფალი ხალხით დაკომპლექტებული, რომელსაც აქვთ ღირსება და თავმოყვარეობა ვინმეს რაიმე მოატყუო, თუნდაც ბოდიშის მოხდის მხრივ, არავინ არ აპირებს ბოდიშის მოხდას. ყველამ იცის, რომ კალაძისნაირი ცინიკოსები მართავენ ქვეყანას, ანუ ცინიზმი რაში მდგომარეობს, თურმე ჩვენი ეკონომიკა არის ევროპული ქვეყნების ეკონომიკის არანაკლებ კონდიციებში და 1000-ლარიანი პენსია ამავე დროს არის აბსურდული და შეუძლებელი. ადამიანს, შესაძლებლობად მიაჩნია, რომ მილიონზე მეტი ღირებულების მანქანებით მოძრაობდნენ ეგენი და თავისი მეგობრებო და 1000-ლარიანი პენსია თურმე წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ხალხი ამას ხედავს, ვადა გაუვიდათ სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით, მაგრამ, პოლიტიკური მიმართულებით, რომ გითხრათ სტრატეგიული ხაზი რატომ ჩამოეშალათ საარჩევნოდ? იმიტომ რომ, ამ ადამიანებს ეგონათ დაშინებით და ცნობილი რიტორიკით შეძლებდნენ ამომრჩევლის მოსყიდვას, მაგრამ, ვერ გათვალეს, რომ ქართველი ხალხისთვის გიორგი ანწუხელიძე არის გმირი, შინდისის გმირების, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზა არის მართალი გზა, ამიტომ ადამიანი, რომელიც მოგიწოდებს, რომ შენი გმირების ბრძოლაში ბოდიში გაქვს მოსახდელი, როდესაც შენ იყავი ყოველთვის ძალადობის ობიექტი და ყველამ კარგად ვიცით რა მოხდა აფხაზეთში, ცხინვალში და მე თვითონ ერედვიდან ვარ, ჩემი სოფელი პირისაგან მიწისა აღგავეს და თურმე, მე უნდა მოვიხადო ბოდიში. “ქართულმა ოცნებამ” 12 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა და ვერ დააკარგვინა ქართველ ხალხს ღირსება”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები