ამ მოცემულობაში არანაირ არჩევნებზე საუბარი არ და ვერ იქნება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ცესკოს დაკომპლექტების წესი და სხვა მიმართულებები შესაბამისი იქნება, ამ შემთხვევაში ექნება აზრი საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას.
“ამ მოცემულობაში არანაირ არჩევნებზე საუბარი არ და ვერ იქნება. კრიტიკულ აზრს ახშობენ, მიიღეს კანონები, რომლებიც უნდა გამოიყენონ არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების და მათ შორის, ოპოზიციური ტელევიზიების გასაუქმებლად, ამიტომ, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ რომ არჩევნებზე დაიწყოს საუბარი, უბრალოდ არაადეკვატური იქნება. ამ მოცემულობით, რა თქმა უნდა, გამორიცხულია.
როდესაც ცესკოს დაკომპლექტების წესი და სხვა მიმართულებები შესაბამისი იქნება დემოკრატიული სტანდარტის, ამ შემთხვევაში ექნება აზრი საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.