ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილის ბანდა აქტიურად ემზადება იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნებას დაუპირისპირონ მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსული ზონდერჯგუფები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
“ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია აღარ აქვს და არჩევნებზე სჭირდებათ კუნთმაგარი ზონდერჯგუფები.
ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილის ბანდა აქტიურად ემზადება იმისათვის, რომ არა მხოლოდ საქართველოში არსებულ რესურსს დაეყრდნონ, არამედ აპირებენ, რომ ჩამოიყვანონ ზონდერჯგუფები და ჩვენ კარგად ვხედავთ ბოლო პერიოდში, როგორ დაახლოვდნენ კადიროვის გარემოცვასთან და მსგავს ფიგურებთან ივანიშვილის გარემოცვის წევრები, ამიტომ საარჩევნოდ ემზადებიან, რომ ასეთი ძალისმიერი მეთოდებით ქართველი ხალხის ნებას დაუპირისპირონ მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსული ზონდერჯგუფები”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.