spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, რომ არ დავდგეთ იმ ადამიანების გვერდით, რომელთა შვილებიც დღეს იბრძვიან

“სინდისის პატიმრების მშობლები მოგვიწოდებენ, რომ დავდგეთ მათ გვერდით და ჩვენ არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, რომ არ დავდგეთ იმ ადამიანების გვერდით, რომელთა შვილებიც დღეს იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისათვის და ქვეყნის სუვერენიტეტისათვის”, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით

“პოლიტიკური მოძრაობა ამ ქვეყანაში ჩემი აზრით, უკვე დაბადებულია გამომდინარე იქიდან, რომ სინდისის პატიმრები არიან ამ მოძრობის ლიდერები, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, რადგან 9 აპრილის შემდეგ, არასოდეს ასეთი 9 აპრილის მონაპოვრის დაკარგვა არ ყოფილა ასე ახლოს, ეს არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის  დაკარგვა, რის წინაშეც ჩვენ ვართ, რადგან თუ ქვეყანაში დიქტატურა საბოლოოდ გაფორმდა, თუ ქვეყანა დასავლურ სამყაროს საბოლოოდ ჩამოშორდა, არ იქნება მექანიზმი, არ იქნება რესურსი ქვეყნის შიგნით იმის, რომ მოხდეს ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენა, ამიტომ ყველა ქართველის ვალდებულებაა, დღესაც გამოვიდეს და ვალდებულებას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ სინდისის პატიმრების მშობლები მოგვიწოდებენ, რომ დავდგეთ მათ გვერდზე და ჩვენ არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, რომ არ დავდგეთ იმ ადამიანების გვერდით, რომელთა შვილებიც დღეს იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისათვის და ქვეყნის სუვერენიტეტისათვის”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები