spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნების თემაც მნიშვნელოვანია, თუმცა მანამდე სისტემის დემონტაჟი უნდა მოხდეს

როდესაც მოვა ახალი არჩევნების ჩატარების დრო, მზად უნდა ვიყოთ, უნდა გვქონდეს სამოქმედო გეგმა, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

“ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი, ამიტომაც უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის დაკვეთაც არის, რომ აბსოლუტურად ყველანი  ვიყოთ ერთიანები და კონსოლიდირებულები ჩვენს ბრძოლაში.

რა თქმა უნდა, არჩევნების თემაც მნიშვნელოვანია, თუმცა მანამდე სისტემის დემონტაჟი უნდა მოხდეს, პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და როდესაც მოვა ახალი არჩევნების ჩატარების დრო, მზად უნდა ვიყოთ, უნდა გვქონდეს სამოქმედო გეგმა თუ როგორ, რა პრინციპებით ვაპირებთ ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები