spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – არსებობს ორპარტიული კონსენსუსი, რომ ივანიშვილის რუსულ დიქტატურას არავინ მიიღებს ვაშინგტონში

ივანიშვილი მოიაზრება ბოროტების ღერძის ქვეყნების მოკავშირედ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ორპარტიული კონსენსუსი საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე.

“ყველაფერი მიუთითებს ერთ მარტივ რამეზე – ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ორპარტიული კონსენსუსი ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე და ეს კონსენსუსი გულისხმობს იმას, რომ ივანიშვილის რუსულ დიქტატურას არავინ მიიღებს ვაშინგტონში და ამისთვის გატარდება მკაცრი სანქცირების პოლიტიკა და ივანიშვილი მოიაზრება ბოროტების ღერძის ქვეყნების მოკავშირედ, ამიტომაც ხდება ხოლმე მსგავს ჩამონათვალებში, სადაც არიან მსოფლიოს ცნობილი ავტორიტარები და დიქტატორები, რომლებიც უპირისპირდებიან თავისუფალ სამყაროს და თავისუფალი სამყაროს ლიდერს – ამერიკის შეერთებულ შტატებს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები