ივანიშვილის ბანდის წევრები ყოველთვის შეთქმულების თეორიებს ეძებენ ხოლმე, ბევრ შეთქმულების თეორიაზე უსაუბრიათ, მაგრამ ამ წლების განმავლობაში არცერთი მტკიცებულება არ დადებულა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას შეუძლია, გამოხატოს თავისი პოზიცია.
“ლორა თორნტონს აქვს თავისი პოზიციები. საერთაშორისო საზოგადოებაში კი არა, მთელ მსოფლიოში, სადაც სიტყვის თავისუფლებაა, ყველას შეუძლია, გამოხატოს თავისი პოზიცია, ყველა ადამიანს აქვს ამის უფლება. ეს ქართულ პოლიტიკურ პროცესს პირდაპირ არ უკავშირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ლორა თორნტონი არ გახლავთ არც ოპოზიციის ლიდერი და არც პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩართული ადამიანი. ამიტომაც, მისი პოზიციები შეიძლება იყოს აღქმული, როგორც კონკრეტული ადამიანის პოზიცია. რაღაც ტრაგიკული ამაში არაფერია.
ივანიშვილის ბანდის წევრები ყოველთვის შეთქმულების თეორიებს ეძებენ ხოლმე, ბევრ შეთქმულების თეორიაზე უსაუბრიათ, მაგრამ ამ წლების განმავლობაში არცერთი მტკიცებულება არ დადებულა და საუბრები რჩებოდა საუბრებად, ბრალდებები კი – ბრალდებებად”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
“მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა წერილი გამოაქვეყნა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც წერს – „ნაგვის არგატანა, ბანკის მოლარეების გაფიცვა, სატვირთოების მძღოლების სახლში დარჩენა ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას “ქართულ ოცნებაზე”.