spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ჩნდება ბუნებრივი კითხვა როგორ იღებენ ხელფასს, იღებენ თუ არა შავი ფულით, იხდიან თუ არა საშემოსავლოს

სანქციებს აქვს სამართლებრივი საფუძვლები, როდესაც ხედავენ დასავლეთში, რომ ძირს უთხრიან დემოკრატიას, აწამებენ ადამიანებს და იზღუდება ადამიანის უფლებები, სანქციები რომ წესდება ცივილიზებული სამყაროსგან, ეს გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა ლიეტუვის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

“პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო სანქციების იმ ახალ პაკეტებს, რომლებსაც ჩვენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში ვეცნობით, მათ შორის ეს არის ჩვენი ისტორიული მეგობრებისგან. სანქციებს აქვს სამართლებრივი საფუძვლები, როდესაც ხედავენ დასავლეთში, რომ ძირს უთხრიან დემოკრატიას, აწამებენ ადამიანებს და იზღუდება ადამიანის უფლებები, სანქციები რომ წესდება ცივილიზებული სამყაროსგან, ეს გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს.

ფინანსური სანქციების სამიზნეები არიან ივანიშვილის ბანდის წევრები და საუბარი არის ხოლმე პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ მათზე არ მოქმედებს ეს სანქციები, რადგან ისინი იღებენ ხელფასს, მაგრამ თუ საბანკო გადარიცხვები, ჩარიცხვები არ სრულდება, ჩნდება ბუნებრივი კითხვა თუ როგორ იღებენ ხელფასს, იღებენ თუ არა შავი ფულით, იხდიან თუ არა საშემოსავლოს და როგორ ხდება საერთოდ ეს ყველაფერი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი შავი სქემა არსებობს, ამ წლების მანძილზე ბევრი ასეთი სქემა ყოფილა ივანიშვილის ბანდის შიგნით და საინტერესოა როგორ ხდება ე.წ. შემოსავლების მიღება, საშემოსავლოს არ იხდის ეს ხალხი, ხელზე იღებენ ივანიშვილისგან ფულს თუ რა ხდება. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი, რომელიც ბევრს აინტერესებს იმ დროს, როდესაც სანქციები არის აქტუალური და გუშინაც ვიხილეთ იმ ადამიანების ჩამონათვალი, რომლებიც დასანქცირდნენ”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები