spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ჩვენ მივმართეთ მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა დაჩქარდეს ინდივიდუალური სანქციები

ჩვენ მივმართეთ მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა დაჩქარდეს ინდივიდუალური სანქციები იმ პიროვნებებზე, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ტერორის ორგანიზებაში,  – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სახელმწიფო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდასხმას არ იძიებს, რადგან  ამ საქმეში თავადაა ჩართული.

 

“სახელმწიფო არ იძიებს არცერთ დანაშაულს, იმიტომ, რომ  თვითონ მისი სტრუქტურები, ფორმალური და არაფორმალური ზონდერჯგუფები ერთად არიან ჩართულები მსგავსი ტიპის თავდასხმების ორგანიზებაში. ამიტომაც, ჩვენ მივმართეთ მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა დაჩქარდეს ინდივიდუალური სანქციები იმ პიროვნებებზე, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ტერორის ორგანიზებაში და არც მალავენ ამას”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს უცნობი პირები თავს დაესხნენ და დააზიანეს. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები