spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ მომავალს, არამედ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს მოპოვებული

ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ მომავალს, არამედ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გვაქვს მოპოვებული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმის დემონტაჟი.

“ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ მომავალს, არამედ, ვკარგავთ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გვაქვს მოპოვებული. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეჟიმის დემონტაჟი, რომელმაც მიგვიყვანა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე რეზოლუციასთან და ყველაზე მძიმე სანქციებთან. რა პროცესშიც, რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარებიან”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები