არც 9 აპრილს დაღუპულებს სურდათ სიკვდილი და ომი და არც სხვა გმირებს საქართველოს ისტორიაში, მაგრამ არც მონობა და მტრისთვის ხელსაყრელი პირობების მიცემა სურდათ, ჩემთვის 9 აპრილი არის თავგანწირვის და თავისუფლების სიმბოლო, – ამის შესახებ Front News -ს სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, 9 აპრილის გამარჯვება იყო 2 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადება.
“ჩემთვის 9 აპრილი ნიშნავს დამოუკიდებისთვის და თავისუფლებისთვის მუდმივ ბრძოლას, დღეს ეს ყველაფერი არის ძალიან აქტუალური. ჩემთვის მიუღებელია ხელისუფლების პროპაგანდა, რომელიც ცდილობს გმირობისა და თავგანწირვის ალტერნატივად დასახოს ეფემერული მშვიდობა. ეს იგივე იქნებოდა, რომ 9 აპრილს აქციის მონაწილეები დაშლილიყვნენ, რადგან მათი დარბევის მოლოდინი არსებობდა.
ეს არის სწორედ თავისუფლებისათვის ბრძოლა, რომ არც 9 აპრილს დაღუპულებს სურდათ სიკვდილი და ომი და არც სხვა გმირებს საქართველოს ისტორიაში, მაგრამ არც მონობა სურდათ და მტრისთვის ხელსაყრელი პირობების მიცემა. ჩემთვის 9 აპრილი არის თავგანწირვის და თავისუფლების სიმბოლო. 9 აპრილის გამარჯვება იყო 2 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისივე თქმით, ამაყობს, რომ მამამისი იასონ ფავლენიშვილი ეროვნული მოძრაობის წევრი და საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
“ვამაყობ, რომ მამაჩემი იყო „ჰელსინკის ჯგუფის“ წევრი და ამ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. მამაჩემმა წაიღო 9 აპრილის დარბევის ამსახველი კასეტა და ქიმიური ნივთიერებით მოწამლული ადამიანების ბოილოგიური მასალა, რომელის გადასცა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს, რის შემდეგაც გავრცელდა ეს ინფორმაცია დასავლეთში. დიპლომატიური ფოსტით გაეგზავმა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს ეთერ ფიჩხაძეს.
ჩვენ დღეს იგივე მტერი გვყავს, რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას. ჩვენი თაობის მისიად მიმაჩნია, რომ 9 აპრილის სულისკვეთება არ გავწყვიტოთ და გავაგრძელოთ“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.