ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს, ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი მტერი რეგიონში, მიხეილ სააკაშვილი შეუძლებელია სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი. ვართ კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესის მოლოდინში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
“ყველა განსხვავებული პოზიციის მგონი ადამიანის წინააღმდეგ, პროცესები არის ყოველთვის პოლიტიკურად მოტივირებული. აღარაფერს აღარ ვამბობ იმ ადამიანზე, რომელიც წარმოადგენს ივანიშვილის მთავარ მტერს ბოლო წლების მანძილზე, მათ შორის ჩვენ ვიცით, რომ პუტინის გავლენას ემსახურება ეს ე.წ. მთავრობა საქართველოში და პუტინის ერთ-ერთი მთავარი მტერი რეგიონში შეუძლებელია სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი, ამიტომაც კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესის მოლოდინში ვიმყოფებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.