დღეს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ჩახსნის სიას. კონკრეტულად როდის და როგორ, ამას ნახავთ, თუმცა ეს აუცილებლად ოფიციალური პროცედურა იქნება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სულ მალე არცერთი კითხვის ნიშანი აღარ დარჩება საზოგადოებაში.
“დღეს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ჩახსნის სიას. კონკრეტულად როდის და როგორ, ამას ნახავთ, თუმცა ეს აუცილებლად ოფიციალური პროცედურა იქნება.
შემდგომში, ასევე გადავდგამთ ყველა იმ სამართლებრივ ნაბიჯს, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ ამ პარლამენტში ჩვენ არ შევიდეთ, ოღონდ, არ შევიდეთ არანაირი ფორმით და ის კითხვის ნიშნები აღარ დარჩება ძალიან მალე. გადავდგამთ ყველა ნაბიჯს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.