ძალიან ბევრი ადამიანი, არამხოლოდ პოლიტიკური ჯგუფები არიან გაბრაზებულები და ძალიან მობილიზებული იმისთვის, რომ ქვეყანაში ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სოლიდარობას უცხადებს ყველა აქციას, რომელიც ამ ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.
“ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო აქტორები და ძალიან ბევრი ადამიანი, არამხოლოდ პოლიტიკური ჯგუფები არიან გაბრაზებულები და ძალიან მობილიზებული იმისთვის, რომ ქვეყანაში ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს და ყველა აქციას ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ახალი არჩევნების მოთხოვნით დღეს საპროტესტო მსვლელობას “დაიტოვე” გეგმავს. მარშის მონაწილეები შეკრებას 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყებენ.