spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი მოთხოვნა არის ამ რუსული ბანდის გაგდება

თუ ვინმე იმას ამბობს, რომ ივანიშვილი უცბად სინდისის პატიმრებს გაათავისუფლებს და ახლა ის არჩევნებს ჩაგვიტარებს, თავის მოტყუება იქნება თუ სისტემის  დემონტაჟი არ იგულისხმება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი მოთხოვნა არის რუსული ბანდის გაგდება.

“თუ ვინმე იმას ამბობს, რომ ივანიშვილი უცბად “სინდისის პატიმრებს” გაათავისუფლებს და ახლა ის არჩევნებს ჩაგვიტარებს,  თავის მოტყუება იქნება, როცა ამ ორ მოთხოვნას დავასახელებთ თუ სისტემის დემონტაჟი არ იგულისხმება.

როდესაც ქვეყანა არის გადამწყვეტი ბრძოლის ეტაპზე, როდესაც მოხდა დიქტატურის კონსოლიდაცია, ჩვენ აღარ გვაქვს იმის უფლება, რომ ვიხელმძღვანელოთ იმავე პრინციპებითა და თვალთახედვით, რაც იყო 2020 წელს, თითქოსდა კომპრომისის ძიებით, პრაგმატული, ვიწრო პარტიული გათვლებით და იმის იმედით, რომ ივანიშვილი რაღაცას დაგვითმობს. როცა ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს ბოლო შესაძლებლობა, ამ დროს არ უნდა დავაყენოთ ისეთი მოთხოვნა, რომელიც არ იქნება რეალისტური, ამიტომაც ერთადერთი მოთხოვნა არის ამ რუსული ბანდის გაგდება”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები