spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ეს ადამიანები არიან უშუალო აღმსრულებლები დემოკრატიის განადგურების, ამიტომაც ძალიან ლოგიკურია, რომ ისინი დასანქცირდნენ ბრიტანეთის მხრიდან

როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებზე, ეს ადამიანები არიან ორგანიზატორები და უშუალო აღმსრულებლები საქართველოში დემოკრატიის განადგურების, ამიტომაც ძალიან ლოგიკურია, რომ ისინი დასანქცირდნენ ბრიტანეთის მხრიდან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

“არაადამიანური მოპყრობა, წამება და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ მოხდეს იმ ადამიანების დასანქცირება, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესებში და როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებზე, ეს არის ხალხი, რომლებიც ამ ყველაფრის ორგანიზატორები და უშუალო აღმსრულებლები არიან, ამიტომაც ძალიან ლოგიკურია, რომ ისინი დასანქცირდნენ. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერც მოახერხებენ თავის არიდებას ამ სანქციებისგან და ის ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან ამ ადამიანებს სანქციებისგან გვერდის ავლაში, ისინიც იქნებიან დასანქცირებულები. ეს არის იმის შედეგი, რომ ევროპაში ხედავენ, რომ ეს ადამიანები აპირებენ საქართველოში რუსული დიქტატურის გამყარებას”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები