spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ეს პროტესტი იქნება პერმანენტული, არ გაჩერდება საბოლოო მიზნის მიღწევამდე

ჩვენ პროგნოზირებადი არ გვექნება საპროტესტო გამოსვლები. ავტორიტარული რეჟიმისთვის სარგებლის მიცემას წარმოადგენს იმაზე საუბარი, თუ კონკრეტულად რას, სად და როგორ ვაპირებთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია აქციების უფრო მასშტაბურობას ელოდება.

“ჩვენ პროგნოზირებადი არ გვექნება საპროტესტო გამოსვლები უახლოესი დღეების მანძილზე. ავტორიტარული რეჟიმისთვის სარგებლის მიცემას წარმოადგენს იმაზე საუბარი, თუ კონკრეტულად რას, სად და როგორ ვაპირებთ. როგორც გუშინ არ იცოდა რეჟიმმა ჩვენი მოქმედებების შესახებ, ისე იქნება მომავალშიც. ეს პროტესტი იქნება პერმანენტული, არ გაჩერდება საბოლოო მიზნის მიღწევამდე.

ჩვენ ძალიან მასშტაბური აქციებიც ვიხილეთ წარსულში. რა თქმა უნდა, პერმანენტული აქციების არის აქციები, რომელიც უფრო მრავალრიცხოვანია, ან ნაკლებად მრავალრიცხოვანია, მაგრამ ქართველი ხალხი თავის სათქმელს თბილისის ქუჩებში იტყვის”, – განაცხადა  ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები