ეს სანქციები იქნება კიდევ უფრო გარკვეული, გამკაცრებული და უფრო მრავალრიცხოვანი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობენ, შესაბამისი პასუხი გაეცემათ.
“ამ ადამიანებს და მათ შორის, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურის პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაში იღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაბამისი პასუხი გაცემული, მათ შორის კონკრეტული სანქციების სახით.
ეს სანქციები იქნება კიდევ უფრო გარკვეული, გამკაცრებული და უფრო მრავალრიცხოვანი”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პოლონეთმა საქართველოს ძალოვანი უწყების 8 მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესა