“გამარჯვების კოალიციას” აქვს კონკრეტული ხედვა, ეს ხედვა არის დაფუძნებული არა ნეგატიურ კამპანიაზე, არამედ კონკრეტულ გეგმებზე, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “გამარჯვების პლატფორმის” გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებს.
“გამარჯვების კოალიციას” აქვს კონკრეტული ხედვა. ეს ხედვა არის დაფუძნებული არა ნეგატიურ კამპანიაზე, არამედ კონკრეტულ გეგმებზე, როგორ მასშტაბურ გეგმებს განვახორციელებთ, როგორ შევქმნით მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილებს, როგორ შევცვლით მძიმე სოციალურ ფონს და როგორ დიდ ეკონომიკურ ნახტომს განვახორციელებთ და როგორ გავაწევრიანებთ კონკრეტული რეფორმებით ქვეყანას ევროკავშირში.
ეს არის “გამარჯვების პლატფორმის” ხედვა, გეგმა, რომელსაც ჩვენ გამარჯვების შემდეგ აუცილებლად განვახორციელებთ”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ოპოზიციური პარტიები კოორდინაციის გზების განხილვას აპირებენ. მთავარ თემად არჩევნები და ევროკავშირის 9 დათქმა სახელდება. აღნიშნული თემების განსახილველად კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა მოიაზრება.