გამოვრიცხავ იმას, რომ ძალადობით დაინტერესებული იყოს ვინმე და არეულობით, გარდა ივანიშვილისა ამ ქვეყანაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თუ სურდა, რომ აღეკვეთა ძალადობა, მაშინ არ უნდა გამხდარიყო ივანიშვილის რეპრესიული აპარატის მთავარი კოორდინატორი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქციაზე ის ხალხი დგას, რომელსაც ქვეყნის კეთილდღეობა სურს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თუ სურდა, რომ აღეკვეთა ძალადობა, მაშინ არ უნდა გამხდარიყო ივანიშვილის რეპრესიული აპარატის მთავარი კოორდინატორი. მე გამოვრიცხავ იმას, რომ ძალადობით დაინტერესებული იყოს ვინმე და არეულობით, გარდა ივანიშვილისა ამ ქვეყანაში. იქ უჩვეულო სამოქალაქო სოლიდარობის ხალხი დგას, ვინც საოცარ ტყუილებს ავრცელებს ამ ხალხთან დაკავშირებით, სჯობს გამოვიდეს, ქუჩაში დადგეს, მოისმინოს მათი საუბარი, მათი ინტერვიუები, თავი დააღწიოს ამ პარალელურ სამყაროს, რომლის შექმნასაც ივანიშვილი თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით ცდილობს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.