spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ის, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა, ეს იყო არამხოლოდ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ევროკავშირის წინააღმდეგაც

მთავარი სათქმელი არის, რომ ჩვენ ვართ ევროპა და ის, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა, ეს იყო არამხოლოდ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ევროკავშირის წინააღმდეგაც, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ რუსული სპეცსამსახურების უშუალო ინსტრუქციით ჩატარდა არა არჩევნები, არამედ სპეცოპერაცია, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, ეს არის დიდი გამოწვევა, არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის.

“მთავარი სათქმელი არის, რომ ჩვენ ვართ ევროპა და ის, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა, ეს იყო არამხოლოდ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ევროკავშირის წინააღმდეგაც. ის, რომ რუსული სპეცსამსახურების უშუალო ინსტრუქციით, უშუალო ჩართულობით ჩატარდა არა არჩევნები, არამედ სპეცოპერაცია, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, ეს არის დიდი გამოწვევა, არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ბოროტება, ავტორიტარიზმი და დიქტატურა დამარცხდეს საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დაორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად ევროპელი დეპუტატებიც შეუერთდებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები