spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილმა კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად არის გამარჯვების უტყუარი ფორმულა

ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია სააკაშვილის, მან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად არის გამარჯვების უტყუარი ფორმულა. მან კარგად იცის, რომ თავისუფლების დიდი ტალღა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით , – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი 26 ოქტომბერს დამარცხდება.

“ის ზომები, რასაც იღებენ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს უპრეცედენტო ზომები, ორმაგი პატიმრობა, რასაც ანალოგი არ აქვს საქართველოს ისტორიაში, ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს – ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია სააკაშვილის, მან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად არის გამარჯვების უტყუარი ფორმულა.  მან კარგად იცის, რომ თავისუფლების დიდი ტალღა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. ამის მას ეშინია, მაგრამ 26 ოქტომბერს ის აუცილებლად დამარცხდება  და მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს საქართველოს გამარჯვებას თბილისის ქუჩებში”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები