spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – ხალხმა უნდა გაითავისოს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ისტორიული სიმართლე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პირველებმა გავილაშქრეთ კორუფციის და კრიმინალის წინააღმდეგ, შევქმენით წარმატებული ქართული სახელმწიფოს მაგალითი, თავი დავიცავით პუტინის აგრესიისგან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ღვაწლს საერთაშორისო დონეზე აღიარებენ.

“ყველა ადამიანი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ებრძვის არის ჩვენი პარტნიორი, მიუხედავად იმისა, წარსულში რა გაუკეთებია, უბრალოდ, როცა კამპანიური ხასიათის თავდასხმები “ნაციონალურ მოძრაობაზე” გრძელდება, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობაზე” თავდასხმის უფლება არ აქვთ და როცა ადამიანებს განზრახვა აქვთ და პირდაპირ წერენ ხოლმე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უნდა ჩაირეცხოს, ანუ იგივე განზრახვა აქვთ, რაც პუტინს და რუსეთს, ხალხმა უნდა გაითავისოს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ისტორიული სიმართლე, რომ ჩვენ ვებრძოდით რუსულ იმპერიას, რომ ჩვენ პირველებმა ვაწარმოვეთ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, პირველებმა გავილაშქრეთ კორუფციის და კრიმინალის წინააღმდეგ, შევქმენით წარმატებული ქართული სახელმწიფოს მაგალითი, თავი დავიცავით პუტინის აგრესიისგან და ამიტომაც საერთაშორისო დონეზეა “ნაციონალური მოძრაობის” ღვაწლი აღიარებული.

ვინც რუსებს ებრძოდა კაჩინსკიდან დაწყებული, სანდუთი გაგრძელებული და ზელენსკით დასრულებული, ყველა მიხეილ სააკაშვილს და ჩვენი პოლიტიკური გუნდის პარტნიორია”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები