ხვალ არის 23 ნოემბერი, ვარდების რევოლუციის დღე და ძალიან სიმბოლური იქნება, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოვიდეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, ხვალინდელ დღეს ყველა გამოვიდეს და გვერდში დაუდგეს საქართველოს.
“ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. პერმანენტული საპროტესტო მოძრაობა გრძელდება მანამ, სანამ ჩვენს მთავარ მიზანს არ მივაღწევთ და 23 ნოემბერი არის ვარდების რევოლუციის დღე და ძალიან სიმბოლური იქნება, რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ გამოვიდეს საზოგადოება დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის, რომელსაც ართმევენ და წაართვეს კიდეც ამ არჩევნების შედეგად თავისუფლება და ხმის მიცემის უფლება, ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, რომ გამოვიდნენ და გვერდში დაუდგნენ საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები თსუ-ის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.