spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს

მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მან ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება თანმიმდევრულად ასანქცირებს იმ რუსულ კლანს, ქსელს, რომელიც საქართველოში ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა.

“მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი.

ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება თანმიმდევრულად ასანქცირებს იმ რუსულ კლანს, ქსელს, რომელიც საქართველოში ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა – სასამართლო შტოს, პრორუსულ დაჯგუფებებს, მათ შორის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და რა თქმა უნდა, ვინც ამ სქემის მთავარი კოორდინატორია კრემლისთვის, ეს არის ივანიშვილი, ის არის ამ კლანებისთვის ინსტრუქციების მიმცემი, ამ დროს ივანიშვილის სანქცირება ბუნებრივი გაგრძელებაა”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები