spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილის დასაცავად კოალიციების შექმნას არავითარი ლობისტური კომპანიები არ სჭირდება

ზელენსკი, მაია სანდუ, მაკრონი ლობისტური კომპანიების გამო არ საუბრობენ  სააკაშვილზე და ევროპარლამენტარები ლობისტების გამო არ წერენ რეზოლუციებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

 

“არაადეკვატურია საუბარი, თითქოს ლობისტს შეუძლია, მთელი გეოპოლიტიკური პროცესი შექმნას. მიხეილ სააკაშვილი ათეული წლების განმავლობაში არის პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის და რეზოლუციების მომზადებას, მის დასაცავად კოალიციების შექმნას არავითარი ლობისტური კომპანიები არ სჭირდება.

 

ზელენსკი, მაია სანდუ, მაკრონი ლობისტური კომპანიების გამო კი არ არ საუბრობენ სააკაშვილზე ან ევროპარლამენტარები ლობისტების გამო კი არ წერენ რეზოლუციებს, უბრალოდ, პოლიტიკური, ისტორიული ფაქტია, რომ სააკაშვილი პუტინის მოწინააღმდეგეა, კრემლის საამებლად არის ციხეში და ამის გამო მთელი დასავლეთი შეშფოთებული, ფეხზე დამდგარია. არ ვიცი, რაში იხდიდა გიული ალასანია თანხებს, ეს მას უნდა ჰკითხოთ. ნამდვილად არ ვიცი მისი ტრანზაქციების შესახებ.

 

პოლონელი ექიმების ჩამოსვლა პიარის ნაწილად არ აღიქმება, მათ შორის ევროკავშირის საელჩო, ჩვენი ქვეყნის მეგობარი საელჩოები და დიპლომატიური კორპუსი იყო ჩართული ამ პროცესში. ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელებაა იმის თქმა, რომ ეს არის პიარსვლა და ლობისტური კომპანიები განსაზღვრავენ საელჩოების, ევროპარლამენტისა და სხვა ინსტიტუციების საქმიანობას. ეს არის დასავლეთის დისკრედიტაციის გაგრძელება, რაც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ვინმეს რუსულ სტილში დასავლეთის “გაშავება“ თუ აწყობს, ეს არის რუსეთი და „რუსული ოცნება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ლობისტურმა კომპანიებმა “აკერმანმა“ (Akerman) და “ჯიპი ინთერნეიშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები