spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – მთავარია, მოხდეს ქვეყნის დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია

დეოლიგარქიზაცია, დებიძინიზაცია, არა რუს ოცნებას, ჩვენ ვირჩევთ ევროპას, – თბილისში ამ შინაარსის წარწერები გაჩნდა.   

 

ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენლის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გასაღები დებიძინიზაციაა. 

 

“მთავარი არის, რომ მოხდეს ქვეყნის დებიძინიზაცია და დეოლიგარქიზაცია, გამომდინარე იქედან,  რომ ჩვენს სახელმწიფოს ემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე. მათ შორის ჩვენს ევროპულ პერსპექტივას,  მათ შორის საერთაშორისო პარნტიონებიც მოგვიწოდებენ, რომ ამ პრობლემის გასაღები არის დეოლიგარქიზაცია. 

 

სტენსილებს ვაკეთებდით მთელი თბილისის მასშტაბით, თუმცა ივანიშვილის სამსახურშია მთელი მერიის სამსახური, ისინი დასდევენ წარწერებს მთელი ქალაქის მასშტაბით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა. 

 

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების განცხადებით, სტენსილების გაკეთებას მთელი თბილისის მასშტაბით გააგრძელებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები