ჩვენ პირობას ვდებთ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება. 14 მილიარდს საქართველოს მოქალაქეები დახარჯავენ ტურიზმის განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს აღმშენებლობა სძულს.
“პირველი პრიორიტეტი, რაზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო ეს არის “კი ევროპას”, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს უვიზო მიმოსვლას, მათ შორის, ამერიკასთან. ჩვენ, ასევე პირობას ვდებთ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება. 14 მილიარდს საქართველოს მოქალაქეები დახარჯავენ ტურიზმის განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის. ივანიშვილს სძულს აღმშენებლობა. მარტო მიხეილ სააკაშვილი კი არ სძულს, არამედ მიხეილ სააკაშვილის სახით, “ნაციონალური მოძრაობის” სახით სძულს ის პროექტი, რომელიც არის ნომერ პირველი კორუფციასთან მებრძოლი, მათ შორის იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელები, რომელიც ქმნის მელიტოკრატიულ საზოგადოებას.
ჩვენ, სადაც დავდივართ, ყველგან ვსაუბრობთ, რომ 14 მილიარდი უნდა დაიხარჯოს ხალხისთვის” , – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.