spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – “ქართული ოცნების” ყველა დანაშაულზე, მათ შორის 20 ივნისზე, აუცილებლად დადგება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები

“ქართული ოცნების” ყველა დანაშაულზე, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დანაშაულზე, 20 ივნისზე აუცილებლად დადგება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპანტებთან ბოდიშის მომხდელი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩამსმელი “ოცნების” ხელისუფლება აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს 26 ოქტომბრის არჩევნებზე

”ოკუპანტთან ბოდიშის მომხდელი ანტიქართული ივანიშვილის “ქართული ოცნების” ყველა დანაშაულზე, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დანაშაულზე, 20 ივნისზე აუცილებლად დადგება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით. ადამიანები, რომლებიც არიან დაზარალებულები, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ანტისაოკუპაციო აქციაზე და დაშავდნენ, მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას და, რა თქმა უნდა, ოკუპანტებთან ბოდიშის მომხდელი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩამსმელი “ოცნების” ხელისუფლება აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს 26 ოქტომბრის არჩევნებზე”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამრღვევად ცნო და საქმეები განსახილველად დიდ პალატას გადასცა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები