ყველა პოლიტიკური ძალა მკაფიო უნდა იყოს თავის პოზიციებში და ნაკლებ სივრცეს უნდა ტოვებდეს სპეკულაციებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, აზრი არ აქვს არანაირ თვითმმართველობის საარჩევნო პროცესებს.
“ნაციონალური მოძრაობა” ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს თავის პოზიციას – ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, როდესაც სინდისის პატიმრები არა თუ გაათავისუფლეს, არამედ სინდისის პატიმრების რაოდენობა უფრო მეტად იზრდება, აზრი არ აქვს არანაირ საარჩევნო პროცესებს.
ყველა პოლიტიკური ძალა მკაფიო უნდა იყოს თავის პოზიციებში და ნაკლებ სივრცეს უნდა ტოვებდეს სპეკულაციებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.