BBC-ის სტანდარტი იქნება თუ სხვა, რაც არ უნდა დაარქვან, გამოყენებული იქნება მედიასაშუალებების განადგურებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიქტატურას თავის კანონები სჭირდება.
“დიქტატურას თავის კანონები სჭირდება და ამ კანონების შემუშავებაში არის ჩართული უკანონო, არალეგიტიმური პარლამენტი, რომელიც სხვა საქმეს არ აკეთებს გარდა იმისა, რომ იღებს დიქტატურისთვის აუცილებელ კანონმდებლობას. BBC-ის სტანდარტი იქნება თუ სხვა, რაც არ უნდა დაარქვან, გამოყენებული იქნება მედიასაშუალების განადგურებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.