სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები, გადაწყვეტილებები იყო მიუღებელი ჩვენთვის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის არშეწყალება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ყოველთვის არსებობდა ძალიან ბევრი ფუნდამენტური განსხვავება “ნაციონალურ მოძრაობაში”.
“სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები, გადაწყვეტილებები იყო მიუღებელი ჩვენთვის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის არშეწყალება.
ზოგადად, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ყოველთვის არსებობდა ძალიან ბევრი ფუნდამენტური განსხვავება “ნაციონალურ მოძრაობაში”.
ჩვენ არ გვაქვს პრობლემა მასთან თანამშრომლობის, ამიტომაც მივდივართ ხოლმე მასთან შეხვედრებზე, მაგრამ უნდა იყოს ქმედითი ეს ყველაფერი. ამაზე არის საუბარი, იმიტომ, რომ ხალხი დაიღალა ლოდინით. ის, რომ მუდმივად საუბარია საკოორდინაციო ორგანოების შექმნაზე, არ არის გამოსავალი.
სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ლიდერის როლი ამ პროცესში, ამიტომაც ლიდერი არის ხოლმე პასუხისმგებელი იმ პროცესზე, რაც მიმდინარეობს. ეს მოლოდინები, რაც არსებობდა, ამაზეა საუბარი. ამ ერთიანობაზე მუდმივი საუბრის ნაცვლად, უნდა შექმნილიყო რეალური ერთიანობა, ამის მაგივრად, ვხედავდით შერჩევით მიდგომებს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.