spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – სამწუხაროა, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ვერანაირ პოლიტიკას, მათ შორის ეროვნულს ვერ გაატარებს

სამწუხაროა, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ვერანაირ პოლიტიკას, მათ შორის ეროვნულს ვერ გაატარებს და არც გვაქვს ამის იმედი. “ქართული ოცნება”,  ფაქტობრივად Sputnik-ის, Russia today-ის წამყვანია საქართველოს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ერთადერთი პოლიტიკური ფუნქცია არის ის, რომ გაიმეორონ კრემლის ნარატივი.

“ქართული ოცნება”,  ფაქტობრივად Sputnik-ის, Russia today-ის წამყვანები არიან საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან მათი ერთადერთი პოლიტიკური ფუნქცია რაც არის, არის ის რომ გაიმეორონ კრემლის ნარატივი და ამ დროს მათი მხრიდან ეროვნული პოლიტიკის წარმოებას არ უნდა ველოდოთ.

ბუნებრივია, რაც ხდება, რადგან აფხაზებიც და ყველა, ვინც თუნდაც მოკავშირე იყო რუსეთის, კარგად ხვდება რუსეთის მიზანს, რომ მოსპოს ყველა ერი, რომელიც კავკასიაშია და მთლიანად დაიმორჩილოს კავკასია, ამიტომ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, როდესაც ევროკავშირის წევრები გავხდებით, ძალიან მარტივი იქნება მათთვის არჩევანის გაკეთება. მანამდე კი სამწუხაროა, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ვერანაირ პოლიტიკას, მათ შორის ეროვნულს ვერ გაატარებს და არც გვაქვს ამის იმედი”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ” თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები