spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – თქვენი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ძალიან მალე

მინდა “ნაციონალური მოძრაობის” გუნდის სახელით შევპირდე ყველა კრემლის მსახურს, მათ შორის ბადრი კოჭლამაზაშვილს, თქვენი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ძალიან მალე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა განაცხადეს.

 

“დღეს უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა, რუსული ოლიგარქიული სისტემისთვისაც კი. პირველად მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს წაერთვა საშუალება, რომ ეთქვა სიტყვა საკუთარ პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესზე და ჩვენ ვიცით, რომ ეს პროცესი არის წარმოებული კრემლის აგენტის ოთარ ფარცხალაძის მიერ შეკერილი საქმეების საფუძველზე. კრემლის დავალებით, კრემლის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი არ აძლევს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ, პოლიტიკურ დევნილ პრეზიდენტს საკუთარ სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებას, კრემლის მიზანია, გამოთიშოს მთლიანად პოლიტიკური ასპარეზიდან მთავარი მეტოქე საქართველოში.

 

მინდა “ნაციონალური მოძრაობის” გუნდის სახელით შევპირდე ყველა კრემლის მსახურს, მათ შორის ბადრი კოჭლამაზაშვილს, თქვენი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ძალიან მალე. ეს დადგება საერთაშორისო მასშტაბითაც თქვენი სანქცირების კუთხით და დადგება ასევე სამართლებრივი თვალსაზრისითაც მას შემდგომ, რაც მოხდება ამ სისტემის, რუსული უსამართლო სისტემის დემონტაჟი. 

 

მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მიეცემა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის საშუალება. კრემლის სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად გაანეიტრალოს, შეუძლებელია, რომ შეუსრულდეს იმიტომ, რომ მას უჭერს მხარს საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და “ნაციონალური მოძრაობა”, მისი გუნდი ვართ გარანტი იმის, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება, არჩევნები ჩატარდება საქართველოში მისი მონაწილეობით, რომელშიც გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და რუსული სისტემა, მთელი მისი ჭანჭიკებით იქნება დასრულებული”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

დღეს მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო, თუმცა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მისი სიტყვით გამოსვლის დროს ვიდეოჩართვა გათიშეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები