წინააღმდეგობის არსი არის ის, რომ ხელისუფლებას იბრუნებს ხალხი შეუპოვრობით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
“ეს ხალხი ფიზიკურად არ არიან ხელისუფლებაში. წინააღმდეგობის არსი არის ის, რომ ხელისუფლებას იბრუნებს ხალხი შეუპოვრობით.
ივანიშვილს და მის ბანდას სურს, რომ საქართველო დაიჩმორონ. ყველა ეს ნაბიჯი, ქმედებები ემსახურება ერთ მიზანს. ასეთი ყოფა იყო საბჭოთა კავშირის დროს და ამიტომაც იძახდა მერაბ კოსტავა, რომ არის დიდი წამები იმიტომ, რომ მიუხედავად დამცირებისა და ტანჯვებისა, შეიკრა ქართველი ხალხი ღვთისა და ერის წინაშე და გაიმარჯვა რუს დამპყრობელზე.
ძალიან დიდი ეროვნული მაგალითები სძენენ სახელმწიფოებრიობას ერებს. ჩვენი ერი გამოიწრთო ამ ბრძოლაში. უკრაინელი ერი გამოიწრთო “მაიდანის” ქარცეცხლში, ამ სამხედრო მოქმედებების დროს იმიტომ, რომ ასეთი მოქმედებები შობს ერს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილი.