spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – არ შეიძლება, ასეთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი პარლამენტის წევრი იყოს

არ შეიძლება, ასეთ მძიმე დანაშაულში დადანაშაულებული პირი პარლამენტის წევრი იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ბადრი ჯაფარიძეზე განაცხადა, რომელიც რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

 

მისი თქმით, რუსთავს მაჟორიტარ დეპუტატად ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც, პირველ რიგში, რუსთავზე იქნება ორიენტირებული და მერთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.

 

“რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე იყო, რომელიც რუსთავის საუკეთესო მერია. რუსთავს მაჟორიტარ დეპუტატად ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებული რუსთავზე იქნება და მერთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს, რაც რუსთაველებისთვის აუცილებელია. ალბათ, ამომრჩეველი მთავარ პირობად დააყენებს იმას, თუ რამდენად იქნება მათი მომავალი დეპუტატი მომართული სწორედ რუსთავის ინტერესების გატარებასა და პრობლემების გადაჭრაზე. რასაც ოპოზიცია აცხადებს, არის შიდა ოპოზიციური, პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც ნაკლები კავშირი ან არანაირი კავშირი არ აქვს რუსთავისა და გარდაბნის ინტერესებთან. არ შეიძლება, ასეთ მძიმე დანაშაულში დადანაშაულებული პირი პარლამენტის წევრი იყოს. ამას ოპოზიცია პრინციპულად არ აღიარებს, რადგან სწორედ ამ ოპოზიციას საკუთარი მმართველობის დროს დიდი დანაშაულები აქვს ჩადენილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები