spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – ასეთი ბოროტი განზრახვის მატარებელი სუბიექტები ახერხებენ ცუდი პრეცედენტების შექმნას

არახამიას განცხადებებმა თვითლუსტრაციის როლი შეასრულა. მან კიდევ ერთხელ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არის მოკავშირე რგოლი, მაკოორდინირებელი, რომელიც ომის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და უკრაინის ხელისუფლების ამდაგვარ ნაწილს აერთიანებს, ვინც რეალურად, დაკავებულია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები დაიძაბოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

“როგორც კი შედგა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში და ყოველივე ეს გაუგებრობების დასასრულის მომასწავებელი იყო, მაშინვე ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკე შესრულებული ვიზიტი და ამ ვიზიტის შედეგად გაკეთებული განცხადებები, რომელიც კიდევ ერთხელ, ყოვლად უსაფუძვლოდ, სრულიად დამაზიანებლად ადანაშაულებს საქართველოს რუსეთის მომარაგებაში. ამავდროულად, ამ პირობებში, თუ ვინმეს ინტერესებში შედის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვა, გაფუჭება, ეს არის სწორედ რუსეთი. ამას ემსახურება არახამიას განცხადებები და ქმედებები. აქედან ნათლად ჩანს, ვინ იყო ავტორი და სპონსორი იმ განცხადებების, რაც თავის დროზე გაკეთდა და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, ომისა და ღალატის პარტიის ინტერესი არის ერთადერთი რამ – მაქსიმალურად დაზიანდეს საქართველოს იმიჯი, ქვეყნის ინტერესები, რათა ამ დაზიანებით, ერთგვარი გაუკრვევლობით, არეულობით მოახდინონ ხელისუფლების უზურპაცია. ეს თავიდან ბოლომდე არის განწირული.

 

ურთიერთობებში ადვილია უთანხმოების, ჭორის, ცუდი ინფორმაციის და ბოროტის ჩამოგდება. ეს ყოველთვის ადვილად კეთდება. ნდობის, მეგობრობის, გვერდით დგომის მიღწევას მეტი შრომა სჭირდება. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრობა გაიმარჯვებს, მაგრამ ასეთი ბოროტი განზრახვის მატარებელი სუბიექტები ახერხებენ, შიგადაშიგ მეგობრობის გზაზე ცუდი პრეცედენტების შექმნას. საბოლოო ჯამში, ეს ვერ შეცვლის ისტორიას, ვერ შეცვლის ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას, დამოკიდებულებას, ვერ შეცვლის და ხელს ვერ შეუშლის ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას. გულდასაწყვეტია, რომ არიან ასეთი ადამიანები, არის ასეთი პარტია, რომელსაც ომისა და ღალატის პარტია ჰქვია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ თავად უკრაინელები მიხვდებიან, რომ არახამიას მსგავსი განცხადებები ურთიერთობებს აზიანებს.

 

“ჩვენ არაფერი აღარ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. ალბათ კარგი იქნება, თუკი თავად უკრაინელები მიხვდებიან, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აზიანებს. საქართველო უკრაინასთან ურთიერთობაში არის მართალი და გულწრფელი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები