spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენ დავიცავთ იმ მონაპოვარს, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა

ჩვენ დავიცავთ იმ მონაპოვარს, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა და მასში პოლიტიკური ძალების ჩარევისგან დაზღვევა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, სასამართლო სისტემაში საგამოძიებო ორგანოს შექმნა არ არის მიმართული მისი დამოუკიდებლობისა და გაჯანსაღებისაკენ. 

 

“პარლამენტში ეს პროცედურული ომი გასაგებია და სხვადასხვა ფორმით, მსოფლიოს ყველა პარლამენტი იყენებს ამას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის არა სასამართლო სისტემის შემდგომი გაძლიერებისკენ ან გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი, არამედ, ეს არის სასამართლო სისტემაში, პოლიტიკური ჩარევისკენ მიმართული ნაბიჯი და რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ ამ შემთხვევაში იმ მონაპოვარს, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა და მასში პოლიტიკური ძალების ჩარევისგან დაზღვევა”, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები