ენმ სააკაშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას იმის გამო აპროტესტებს, რომ სავარაუდოდ მას და ზურაბიშვილს შორის არსებობდა შეწყალების გარიგება, გამოდის, რომ პროკურატურის ეჭვები საფუძვლიანია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტს გადაურჩა, საფასური შესაძლებელია სწორედ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ყოფილიყო, სწორედ ამის გამო აპროტესტებს “ნაციონალური მოძრაობა“ მის მიმართ პატიმრობის შეფარდებას.
“თუ გვიან მოხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების დადგომა და შემდგომ უკვე მსჯავრის გამოტანა, ანუ, სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიძლება რომ 6 წლის თავს კიდევ დამატებოდა დამატებითი პატიმრობის ვადა, ანუ, ამ გაგებით რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა შემსუბუქებული არის. „ნაციონალური მოძრაობა“ ამას იმის გამო აპროტესტებს, რომ ის გარიგება, რომელიც პრეზიდენტსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შედგა, როდესაც მათთვის ყველაზე ერთ-ერთი საძულველი პოლიტიკური ფიგურა, როგორც ისინი აცხადებდნენ, იმპიჩმენტს გადაურჩა, საფასური შესაძლებელია სწორედ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ შეწყალების გამოცემას აზრი ეკარგება იმიტომ, რომ მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს წინასწარი პატიმრობა მიცემული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.