spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – ხალხის აღქმაში ასეთი განცხადებები აზიანებს ამერიკის გააზრებას და აღქმას

ქვეყანას ეუბნებიან, თუ ოდნავ სუვერენიტეტისთვის რაიმე საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებ, რომელიც არ იქნება ჩვენს ინტერესებში, მაშინ დაგასანქცირებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის შანტაჟის ენით ნეოკოლონიალიზმის გამოვლენა, რაც ურთიერთობებისთვის კონტრპროდუქტიულია.

 

“გვესმის, ახლა, როგორც ქვეყანას, რა შანტაჟის ქვეშ გვამყოფებენ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ მმართველ პარტიაზე. ანუ, ქვეყანას ეუბნებიან, თუ ოდნავ სუვერენიტეტისთვის რაიმე საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებ, რომელიც არ იქნება ჩვენს ინტერესებში, მაშინ დაგასანქცირებთ და ათასგვარ უბედურებას მოგივლენთ, ისეთი ვენდეტა იქნება, ოჯახის წევრებზეც კი გავრცელდებაო. თუ არ გავაცნობიერებთ, რომ ეს ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულებაა სახელმწიფოს, ხალხისა და პოლიტიკოსების მიმართ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო შედის ნეოკოლონიალიზმის ხანაში. ამიტომ მიმაჩნია, ამერიკაში, საბოლოო ჯამში, ის რაციონალიზმი გაიმარჯვებს, რითაც ამერიკა მომხიბვლელი და საჭირო სტრატეგიული პარტნიორია. ხალხის აღქმაში ასეთი განცხადებები აზიანებს ამერიკის გააზრებას და აღქმას. ეს ურთიერთობებისთვის კონტრპროდუქტიულია და მანიპულაციას და შანტაჟს არ მივესალმებით, რადგან ეს არ არის მეგობრებს შორის დამოკიდებულება. ეს არის შანტაჟის ენით ნეოკოლონიალიზმის გამოვლენა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები