spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – მმართველი პარტია ვერ გაჰყვება ამ განცხადებების ტონს და სტილს

“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პარტიიდან წასული ოთხი დეპუტატის პოზიცია “საკმაოდ რადიკალურია”.

 

“მესმის, რომ ამ ოთხი დეპუტატის პოზიცია საკმაოდ რადიკალურია. ეს არის მათი არჩევანი, პოლიტიკური განცხადების სტილი და ტონი. ბუნებრივია, რომ მმართველი პარტია ვერ გაჰყვება ამ განცხადებების ტონს და სტილს. მიმაჩნია, რომ სასამართლო რეფორმა საქართველოში და სასამართლოს შემდგომი აღმშენებლობის პროცესი ყოველთვის უნდა წარიმართოს კარგი სტანდარტის მიხედვით, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში არის აპრობირებული და უკვე იქ მუშაობს ეს სტანდარტი. ჩვენთანაც ამ სტანდარტით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება და მმართველი გუნდის დამოკიდებულებაც. ზოგადად, თავდასხმა არ არის, მაგრამ საკმაოდ მკაცრ შეფასებებს აძლევენ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს.

 

არ მგონია, ეს თავდასხმა იყოს. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული – მათი სურვილია, რომ საქართველო სწორედ ევროატლანტიკურ სივრცეში იყოს ინტეგრირებული. ის, რომ რაღაც საკითხებზე მათ ასეთი ხისტი და მძიმე შეფასებები აქვთ, ეს ფაქტია და ნათელია, მაგრამ ეს არის მათი პოზიცია. ჩემი პოზიცია და მმართველი გუნდის პოზიცია კონკრეტულად სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საგნობრივად ცნობილი ხდება ახლა მიმდინარე განხილვების დროსაც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები