spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – ომბუდსმენის ინსტიტუტი და არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები გახდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარ ინციდენტზე ომბუდსმენის აპარატის შეფასებას გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ამ ინსტიტუციის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთ რამეს – რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი და არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი გახდნენ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები და გამოკვეთილი მხარე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში.

 

“ამ ინსტიტუციის მიერ გაკეთებული ეს განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ერთ რამეს – რომ სამწუხაროდ ომბუდსმენის ინსტიტუტი და არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი გახდნენ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები და გამოკვეთილი მხარე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში.

 

ეს განცხადება, რომელიც არ ეფუძნება არცერთ მტკიცებულებას, არცერთ ფაქტს და მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებული მხარის მიერ გაკეთებული პროვოკაციული განცხადების გამეორებაა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ინსტიტუცია კარგავს ობიექტურად აღქმის საფუძველს ჩვენს მოქალაქეებში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები