spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – რატომ არ უშვებთ მთავრობის სახელით პრეზიდენტს უცხოეთშიო, იმიტომ რომ ასეთი დიპლომატიური სკანდალი არ გამოიწვიოს

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთთან ურთიერთობის დაზიანებას მიზანმიმართულად ცდილობს.

 

“ქართულ ოცნებაში” აღნიშნავენ, რომ უმრავლესობა პრეზიდენტისგან გამიჯნულია, რადგან მისი განცხადებები მავნებლურია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოზიცია სახელმწიფოს პოზიციას არ გამოხატავს.

 

“რთულია პოლიტიკური შეფასება და კომენტარი გაუკეთო პრეზიდენტის მიერ ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურის მიმართ გამოთქმული მოსაზრება გასამართლებასთან დაკავშირებით. ეს რეალობასთან აცდენილია, იმ რეალობასთანაა აცდენილი, რაც არსებობს საქართველო ჩინეთს შორის ურთიერთობაში. პრეზიდენტის სიტყვა მთავრობის პოზიციას არ გამოხატავს, მერე ისმის კითხვა რატომ არ უშვებთ მთავრობის სახელით პრეზიდენტს უცხოეთშიო – იმიტომ რომ ასეთი დიპლომატიური სკანდალი არ გამოიწვიოს ორ ქვეყანას შორის”, – აცხადებს ქადაგიშვილი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები