spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – საპარლამენტო კონტროლის კუთხით პარლამენტს საკმაოდ მძლავრი და თანამედროვე ბერკეტები გააჩნია

“ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიერ ჩატარდა ნორმატიული აქტების კვლევა. შესწავლილი იქნა თუ რა მდგომარეობაშია იმ მექანიზმების გამოყენება და პრაქტიკა, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

ირაკლი ქადაგიშვილმა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დისკუსიის და კონსესუსის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივის სახით, კომიტეტის მიერ უკვე დაინიცირდა. 

 

მისი თქმით,  ანგარიშვალდებულების მიზნით, საქართველოს პარლამენტში მთავრობის წევრების მოსვლის სიხშირე გაიზრდება, რაც ინტერპელაციის მექანიზმში აისახება. არსებული ოთხი ინტერპელაციის ნაცვლად, ყოველ თვეს, პარლამენტის პლენარული სხდომების მიმდინარეობისას, ჩატარდება ინტერპელაცია და პარლამენტს საშუალება ექნება პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს და სხვა თანამდებობის პირებს კითხვებით მიმართოს. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დეპუტატის შეკითხვასთან დაკავშირებით რამდენიმე ცვლილება განხორციელდება. კერძოდ, 15 დღიანი ვადა 10 სამუშაო დღემდე შემცირდება, რა დროსაც თანამდებობის პირი ვალდებულია უპასუხოს დეპუტატის შეკითხვას და თუ ამ ვადაში არ ესწრება პასუხის გაცემა, მას არგუმენტირებული წერილით ვადის 10 დღის გაგრძელების მოთხოვნა შეეძლება. 

 

ამასთანავე, კომიტეტი ვალდებულებას იღებს პროაქტიური მონიტორინგი აწარმოოს და ყოველ სამ თვეში შეისწავლოს თუ რა ვითარება იქნება დეპუტატის შეკითხვასთან დაკავშირებით. 

 

ცვლილებები სამთავრობო პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით მინისტრების ანგარიშის წარდგენასაც შეეხება. კერძოდ, ანგარიშის პარლამენტში წარდგენამდე, მინისტრი ხუთი დღით ადრე, დეპუტატებს ანგარიშს წერილობით მიაწვდის. 

 

პროცედურული ცვლილებები თემატური მოკვლევის საკითხებმაც განიცადა და კონკრეტულად გაიწერა თემატური მოკვლევის ვადა და გაადვილდა მოკვლევის წამოწყების პირობებიც.

 

“სამუშაო ჯგუფის მუშაობისას კარგად წარმოჩინდა თუ რამდენი მაკონტროლებელი მექანიზმი აქვს პარლამენტს. 72 საპარლამენტო სამუშაო პლენარული დღეა პარლამენტში და ამ დღეების განმავლობაში საკანონმდებლო ორგანო 28 გარე ანგარიშს და 30 შიდა ანგარიშს ისმენს. შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო კონტროლის კუთხით პარლამენტს საკმაოდ მძლავრი და თანამედროვე საპარლამენტო ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ბერკეტები გააჩნია და სამუშაო პროცესში ჩვენ დავინახეთ  თუ რა მექანიზმები საჭიროებდნენ შემდგომ დახვეწას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

მისივე განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში  უმრავლესობის წევრებთან ერთად მონაწილეობა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები